ძვირფასი ლითონების ბირჟაზე აღმასვლის ტენდენცია ფიქსირდება - ამჯერად ფასი ერთ კვირაში 6.5%-ით გაიზარდა და უნცია ოქროს ღირებულებამ 4,231 დოლარს მიაღწია, რაც ერთწლიან პერიოდში 65%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ვერცხლის შემთხვევაში, წლიური ზრდა 78%-ს შეადგენს, ხოლო ერთ კვირაში მატება 13%-ია.
ძვირფასი მეტალების გაძვირებას გეოპოლიტიკური და ეკონომიკური რისკების ზრდა განაპირობებს, რადგან ასეთ დროს ინვესტორები თავის დასაზღვევად ყველაზე უსაფრთხო აქტივებს ირჩევენ, მათ შორის ყველაზე გამოცდილი და სასურველი, რა თქმა უნდა, ოქროა.




























