პარლამენტის მიერ ე.წ. „რუსული კანონის“ მესამე მოსმენით დამტკიცების ფონზე, ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ღირებულება მკვეთრად ეცემა.
მიმდინარე დღის სავაჭრო სესიის გახსნიდან რამდენიმე საათში, Bank of Georgia Group-ის აქციების ღირებულება 12%-ით დაეცა.
Georgia Capital-ის შემთხვევაში ვარდნის მაჩვენებელი დაახლოებით 7.5%-ს შეადგენს.
TBC Bank Group-ის აქციების ღირებულება 11%-ით არის შემცირებული.