მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბირჟაზე შაქარი ძვირდება - მიზეზი

შაქარი

საერთაშორისო სასაქონლო ბირჟაზე შაქრის ფასები მკვეთრად იზრდება. გასულ წელთან შედარებით ნედლეული 37%-ითაა გაძვირებული და ამჟამად ის ათწლიან მაქსიმუმზეა.

გარდა ამისა, მკვეთრად, თითქმის 58%-ითაა გაზრდილი კაკაოს ფასი. ზემოხსენებული საქონლის გაძვირება, ცხადია, შოკოლადის, ნამცხვრების და ტკბილეულის ფასების ზრდას უწყობს ხელს.

ბაზარზე არსებული ტენდენციის განმაპირობებელ მიზეზად ექსპერტები კლიმატურ ცვლილებას და ტემპერატურის ზრდას ასახელებენ. აზიისა და აფრიკის რეგიონში რეკორდული უნალექობისა და სიცხის ფონზე, შაქრისა და კაკაოს პლანტაციები ნადგურდება, მოსავლის დაზიანება კი საერთაშორისო ბაზარზე მიწოდების შემცირებას იწვევს.

უახლოეს მომავალში მწარმოებლები ფასების მაღალ ნიშნულზე შენარჩუნებას მოელიან. თუკი მიწოდების შეზღუდვა დიდი ხნით გაგრძელდება, მაშინ ტკბილეულის მწარმოებლები შრინკფლაციის სტრატეგიაზე გადართვის პერსპექტივას განიხილავენ, რაც პროდუქტის ზომისა და წონის შემცირებას გულისხმობს, ფასის უცვლელად დატოვების ფონზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები