გლობალურ სასაქონლო ბირჟაზე ერთწლიან პერიოდში ყავა 42%-ით არის გაძვირებული, მიმდინარე წლის დასაწყისიდან დღემდე კი, მატება 19%-ია. საქონლის გაძვირება ყავის მწარმოებელ ტროპიკულ ქვეყნებში მომატებული ბუნებრივი კატაკლიზმებით არის განპირობებული.
განსაკუთრებით დიდი გამოწვევის წინაშე ბრაზილია იმყოფება, რომელიც მსოფლიოში არსებული ყავის 40%-ის წარმოებაზე არის პასუხისმგებელი და იქ არსებულმა გვალვამ მოსავალი გააფუჭა.
მართალია, ბოლო პერიოდში, ყავის მიწოდება მცირედით აღდგა, მაგრამ ყავის ბაზრის თავისებურებებიდან გამომდინარე, მიწოდების გაზრდა, ყავის ფასზე მყისიერად არ აისახება, მით უფრო, რომ კლიმატის ცვლილების პირობებში სამომავლო პროგნოზის გაკეთება, რთულია.




























