მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბირჟაზე ყავის ფასი შემცირდა – რატომ?

ყავა

საერთაშორისო სასაქონლო ბირჟაზე ყავის ფასი მკვეთრად ეცემა – ერთკვირიან პერიოდში ვარდნის მაჩვენებელი 5.5%-ია, ხოლო ერთ თვეში კორექცია 16%-ს აღწევს. ნოემბერში დაფიქსირებულ პიკურ მაჩვენებელთან შედარებით, ყავა საშუალოდ 20%-ით არის გაიაფებული.

ყავის ფასის შემცირება მოთხოვნა-მიწოდების ბალანსის აღდგენით არის განპირობებული, რაც ყავის მწარმოებელ ქვეყნებში მოსავლიანობის გაუმჯობესებას და კორპორაციული მომხმარებლების მიერ პანიკური შესყიდვის დასრულებას უკავშირდება.

ანალიტიკოსების შეფასებით, მომდევნო თვეებში მოსალოდნელია დეფიციტის ეტაპობრივი აღმოფხვრა, რომლის შემდეგ ყავის ფასი ნორმალურ ნიშნულს დაუბრუნდება, სადაც ის 2024-25 წლამდე იყო.

მიმდინარე წლის განმავლობაში ყავის რეკორდული გაძვირება სამხრეთ ამერიკის და აფრიკის კონტინენტზე არახელსაყრელი კლიმატური პირობებით იყო განპირობებული, რომელმაც გლობალური დეფიციტი გამოიწვია და ყავა თითქმის 120%-ით გააძვირა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები