კრიპტოვალუტების ჯამური კაპიტალიზაცია Coinmarketcap-ის მონაცემებით, 206-დან 182 მილიარდ დოლარამდე დაეცა. ასევე შემცირდა სხვა კრიპტოვალუტების ღირებულება. Etherium 178 დოლარი ღირს, Bitcoin Cash - $402, Ripple-ის შეძენა კი 47 ცენტად შეგიძლიათ.
სავარაუდოდ, არსებული გაუფასურება ბაზარზე Bitcoin Cash-ის შემქმნელების ორ გუნდად გაყოფამ გამოიწვია, რომლებმაც დიდი რაოდენობით კრიპტოვალუტები ნაღდ ფულზე გადაცვალეს.