პირველად ბოლო 7 თვის განმავლობაში, ბიტკოინის ფასი $6000-ს გადასცდა. ამ დროის მონაცემებით, სავაჭრო პლატფორმა „Bitstamp" კრიპტოვალუტას საფასურმა $6100 მიაღწია. ეს მაჩვენებელი ნოემბრის შემდეგ პირველად დაფიქსირდა.
შედარებისთვის: წლის დასაყწისში ბიტკოინის კურსი 3300 დოლარი იყო, მას შემდეგ ის რადიკალურად , 184 პროცენტით არის გაზრდილი.
2017 წლის ბოლოს კრიპტოვალუტა 20 000 დოლარი ღირდა.
სამთავრობო და ტრანსნაციონალური კომპანიების რეგულაციებმა 2018 წელს ბაზარი 8-ჯერ შეამცირა. ანალიტიკოსები ბაზრის გამოცოცხლებასა და ფასების ხელახალ ზრდას 2019 წელსაც ვარაუდობენ.
ბიტკოინთან ერთად მოთხოვნა საგრძნობლად არის გაზრდილი ლაითკოინსა და ეთერიუმზეც. ზრდის მიზეზად ექსპერტები ინსტიტუციონალური ინვესტორების დიდ ინტერესს ასახელებენ.
ცნობისთვის, ბიტკოინი ყველაზე ცნობილი კრიპტოვალუტაა მსოფლიოში, რომელიც 2009 წელს სატოში ნაკამატომ შექმნა.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ჰაკერებმა ე.წ ფიშინგის, ვირუსებისა და სხვადასხვა კიბერ შეტევების გამოყენებით, მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი და სანდო კრიპტობირჟის Binance-ს ანგარიშებიდან 7,000 ბიტკოინი მოიპარეს, რომელთა ჯამური ღირებულებაც 41 მილიონ დოლარს შეადგენდა.

























