მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Bitfury აქციების $80 მილიონიან განთავსებაზე აცხადებს

5be1640691139
BM.GE
06.11.18 13:49
1006
Bitfury Group-მა $80 მილიონის აქციების კერძო განთავსება წარმატებით დაასრულა. განთავსებას ხელმძღვანელობდა Korelya Capital. აქციების განთავსების პროცესს შეუერთდნენ ისეთი ინვესტორები, როგორებიც არიან, Asian institutions Macquarie Capital და Dentsu Inc, ევროპული საინვესტიციო კომპანია Armat Group, Jabre და Lian Group, სპეციალური სიტუაციების საინვესტიციო ფირმა Argenthal Capital Partners, სადაზღვევო ჯგუფი MACSF და Galaxy Digital. განთავსების პროცესში მონაწილეობა მიიღო iTech Capital-მაც, რომელიც უკვე წლებია Bitfury-ს ინვესტორია. პროცესში მრჩეველის სახით იყო ჩართული ევროპული საინვესტიციო ბანკი
Bryan, Garnier & Co.

"2018 წელი Bitfury-სთვის წარმოუდგენელი გაფართოვების წელია. ინვესტორებისთვის აქციების კერძო შეთავაზება კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს მისწრაფებას ახალი ტექნოლოგიების მიმართ, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის კუთხით“, - ამბობს ვალერი ვავილოვი, კომპანიის თანადამფუძნებელი.

კომპანიის აღმასრულებელი ვიცე-თავმჯდომარის გიორგი კიკვაძის განცხადებით, აქციების შეთავაზება ადასტურებს ინვესტორების ნდობას კომპანიის მიმართ. „ნახევარ მილიარდ დოლარიანი შემოსავლით, Bitfury ბლოკჩეინ ტექნოლოგიების წამყვანი კომპანიაა, აქციების შეთავაზება კი ზრდის ახალ საფეხურზე გადაგვიყვანს", - ამბობს კიკვაძე.

"ჩვენ ვუერთდებით Bitfury-ს როგორც კომპანიისთვის, ასევე ბლოკჩეინ ტექნოლოგიისთვის ძალიან საინტერესო პერიოდში. Bitfury-მ შეძლო და მცირე ზომის სტარტაპ კომპანიიდან უმსხვილეს ბლოკჩეინ კომპანიად iqca", - ამბობს Korelya Capital-ის თანადამფუძნებელი.

The Bitfury Group არის ბლოქჩეინ ტექნოლოგიების მსოფლიოს წამყვანი სრული მომსახურების კომპანია და ინფრასტრუქტურის ერთ-ერთი უმსხვილესი კერძო პროვაიდერი ბლოკჩეინის ეკოსისტემაში. The Bitfury Group შეიმუშავებს და აწვდის მომხმარებელს როგორც აღჭურვილობას, ისე პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც აუცილებელია ბიზნესების, მთავრობების, ორგანიზაციებისა და ცალკეული პირებისათვის, რათა მათ უსაფრთხოდ შეძლონ აქტივების გადაადგილება ბლოკჩეინის ქსელში.

ბლოკჩეინ ტექნოლოგიების განვითარებამ გამოიწვია შეშფოთება ელექტროენერგიის მზარდ მოხმარებასთან დაკავშირებით, რის პარალელურადაც Bitfury გამოთქვამს მზაობას გამოიყენოს განახლებადი ენერგიის წყაროები, გაგრილების ტექნოლოგიები და სხვა შესაძლებლობები, რათა შეამციროს ელექტროენერგიის მოხმარება.

მიმდინარე წელს bitfury-მ Crystal Blockchain წარადგინა, რომელიც ბლოკჩეინის ანალიტიკურ პლატფორმას წარმოადგენს და საფინანსო ინსტიტუტებს ბლოკჩეინსა და კრიპტოვალუტებზე სრულყოფილ ანალიზს აწვდის.

„ძალიან მოხარულები ვართ, რომ შესაძლებლობა გვაქვს BItfury-სთან ვითანამშრომლოთ. ჩვენზე შთაბეჭდილება მოახდინა როგორც კომპანიის ჯგუფმა, ასევე კომპანიის ხედვამ, რომელიც მას ბიტკოინ ეკოსისტემის მიმართ აქვს“, - განაცხადა Galaxy Digital თანადამფუძნებელმა მაიკ ნოვოგრატცმა.

About Bryan, Garnier & Co. დამოუკიდებელი საინვესტიციო, საბანკო ორგანიზაციაა, რომელიც 1996 წელს დაფუძნდა. კომპანია ფოკუსირებულია ტექნოლოგიებისა და ჯანდაცვის სექტორებზე.

About Korelya Capital მხარს უჭერს ევროპულ სტარტაპ კომპანიებს, რათა მათ შეძლონ განავითარონ საკუთარი ბიზნესი ევროპის მასშტაბით. ამასთან, კომპანია მათ შესაძლებლობას აძლევს გავიდნენ ევროპის ბაზარზე.

About Galaxy Digital სხვდასხვა სერვისების მიმწოდებელი სავაჭრო ბანკია, რომელიც მისწრაფებულია განვითარდეს ბლოკჩეინ ტექნოლოგიის ინდუსტრიაში.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები