მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Bitfury Group და Ripple Lightning-ის ქსელის თავსებადობაზე იმუშავებენ

599294ace3971
BM.GE
15.08.17 10:22
1728
ამსტერდამში (ნიდერლანდები), ბლოქჩეინ ტექნოლოგიების მსოფლიოს წამყვანმა სრული მომსახურების კომპანიამ TheBitfuryGroup-მა და ბლოქჩეინის გადახდების კომერციულმა ქსელმა Ripple-მა განაცხადეს, რომ მათ ერთობლივად განახორციელეს Lightning ქსელის შესაბამისობის დამატება Interledger-ის ღია წყაროს პროექტისთვის.

Interledger არის ინტეროპერაბელობის პროტოკოლი, რომელიც აკავშირებს გადახდების ქსელებს და უზრუნველყოფს მათ შორის გადახდების უწყვეტობას. The Bitfury Group-მა და Ripple-მა ერთობლივად იმუშავეს Lightning ქსელის შესაბამისობაზე შვიდ სხვა ქსელთან, რომლებიც ამჟამად დაკავშირებული არიან Interledger-ის პროტოკოლის მეშვეობით. ინტეგრაცია და დემო კოდი ხელმისაწვდომია GitHub-ზე.

ქსელები, რომლებიც ამჟამად თავსებადია Interledger-ის პროტოკოლთან, შეძლებენ დაუკავშირდნენ Litecoin Lightning ქსელსა და BitcoinLightning ქსელს. შედეგად, Lightning ქსელი უფრო ეფექტური გახდება კრიპტოვალუტის მომხმარებელთათვის, რადგანაც, მისი მეშვეობით, შესაძლებელია გადახდების განხორციელება იმ პირთათვის, ვინც არ არიან გაერთიანებული Lightning ქსელში.

"ეს სიახლე სერიოზული ნაბიჯია ბლოქჩეინის ინტეროპერაბელობისა და Lightning ქსელის მსოფლიო მასშტაბით დანერგვის მიმართულებით“, - აღნიშნა The Bitfury Group-ის დამაარსებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ვალერი ვავილოვმა. „Lightning ქსელის Interledger-ის ინოვაციურ პროტოკოლთან შესაბამისობაში მოყვანით, ჩვენ უზრუნველვყავით ის, რომ ახლა ბლოქჩეინისა და კრიპტოვალუტის მომხმარებლებისთვის ძალიან მარტივი იქნება მათი აქტივების გამოყენება სხვადასხვა ბლოქჩეინებში. ეს შესაძლებელს გახდის ბლოქჩეინის გლობალურ ტრანზაქციებს" 

Ripple-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, შტეფან ტომასმა განაცხადა:

"Litecoin Lightning ქსელის მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ განახორციელონ ტრანზაქციები Bitcoin Lightening ქსელში და პირიქით, - რაც ადრე შესაძლებელი არ იყო. ტრანზაქციის შეუფერხებლად განხორციელება უმნიშვნელოვანესია, იმის გათვალისწინებით, რომ მთელ მსოფლიოში არსებული გადახდის სისტემები სულ უფრო და უფრო ფრაგმენტირებული და მრავალფეროვანი ხდება". 



Lightning ქსელის შესახებ


Lightning ქსელი არის ძალზე პერსპექტიული სქემა, რომელიც შესაძლებელს ხდის მიკროგადახდების განხორციელებას და მზარდი ტრანზაქციების დამუშავებას Bitcoin Blockchain-სა და სხვა ბლოქჩეინ სისტემებში. Lightning ქსელი ფუნქციონირებს, როგორც გადახდების ორმხრივი არხი, რომელიც ატარებს მონაცემებს ბლოქჩეინის მიღმა. ქსელი ასევე გათვლილია ისე, რომ იყოს დეცენტრალიზებული. ქსელის უსაფრთხოებას აძლიერებს ჭკვიანი კონტრაქტები, რომლებიც იყენებს ბლოქჩეინის ჩაშენებული კოდირების შესაძლებლობებს. გამტარუნარიანობის ზრდა მიიღწევა შემდეგი პრინციპის გამოყენებით - ცალკეული გადახდისთვის ბლოქჩეინის შიდა ტრანზაქციის შექმნის ნაცვლად, ხდება ამ ტრანზაქციების საბოლოო შედეგის ტრანსლაციის შენელება. Lightning ქსელი ასევე შეიძლება გამოიყენებოდეს სხვა ბლოქჩეინებშიც, ან ბლოქჩეინებს შორის Interledger-ის ტრანზაქციით.

Interledger-ის შესახებ

Interledger-ი არის პროტოკოლების ღია ნაკრები, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ყველა ტიპის ანგარიშებს: ციფრული საფულიდან და ეროვნული გადახდის სისტემებიდან ბლოქჩეინამდე. პროტოკოლები შესაძლებელს ხდის მომენტალურ მცირე ანგარიშწორებებს ნებისმიერი რაოდენობის ანგარიშებს შორის, გეოგრაფიის, ფასეულობისა და უწყებების მიუხედავად. სწორედ ისინი წარმოადგენენ საფუძველს „ფასეულობათა ინტერნეტისთვის“ (Internet of Value), რომელიც საშუალებას მისცემს მსოფლიოს, გაცვალოს ფასეულობა ისევე მარტივად, როგორც ამჟამად ხდება ინფორმაციის გაცვლა. Interledger- იყენებს კონექტორებს, რათა მიმართოს გადახდები სხვადასხვა ანგარიშებისკენ.
TheBitfuryGroup-ის შესახებ

TheBitfuryGroup-ი არის ბლოქჩეინ ტექნოლოგიების მსოფლიოს წამყვანი სრული მომსახურების კომპანია და ინფრასტრუქტურის ერთ-ერთი უმსხვილესი კერძო პროვაიდერი ბლოქჩეინის ეკოსისტემაში. TheBitfuryGroup-ი შეიმუშავებს და აწვდის მომხმარებელს როგორც აღჭურვილობას, ისე პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც აუცილებელია ბიზნესების, მთავრობების, ორგანიზაციებისა და ცალკეული პირებისათვის, რათა მათ უსაფრთხოდ შეძლონ აქტივების გადაადგილება ბლოქჩეინის ქსელში. TheBitfuryGroup-ის საქმიანობა უზრუნველყოფს წარმატებულ, მარტივ, სწრაფ, უსაფრთხო და ხარჯთ-ეფექტურ კავშირს ბლოქჩეინთან. The BitfuryGroup-ი არის ტექნოლოგიების, ბიზნესის, კომუნიკაციების, უსაფრთხოებისა და სამოქალაქო საზოგადოების ექსპერტთა გლობალური გუნდი. The Bitfury Group-ს სწამს, რომ ბლოქჩეინი გახსნის ახალ გზებს გლობალური ეკონომიკური შესაძლებლობებისა და კეთილდღეობისთვის და მისი მისიაა, შექმნას და განავითაროს ბლოქჩეინის აპლიკაციები, რომლებიც ხელს შეუწყობს ინოვაციასა და P2P ეკონომიკის განვითარებას.

Ripple-ის შესახებ

Ripple-ი უზრუნველყოფს ფულის უწყვეტ გადაგზავნას გლობალურად, ბლოქჩეინის შესაძლებლობების გამოყენებით. Ripple-ის მზარდ გლობალურ ქსელთა შეერთებით, ფინანსურ დაწესებულებებს შეუძლიათ დაამუშაონ მათი კლიენტების გადახდები დაუყოვნებლივ, სანდოდ და ხარჯთ-ეფექტურად, მსოფლიოს ნებისმიერ ნაწილში. ბანკებს და გადახდების პროვაიდერებს შეუძლიათ გამოიყენონ ციფრული XRP, რათა შეამცირონ ხარჯი და უზრუნველყონ წვდომა ახალ ბაზრებზე. Ripple-ს აქვს ოფისები სან-ფრანცისკოში, ნიუ-იორკში, ლონდონში, სიდნეისა და ლუქსემბურგში.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები