შპს “ჯორჯია თექნოლოჯი პარკი”, რომელიც თბილისში გლდანის მიმდებარედ 17 ჰექტარზე განთავსებულ “თბილისის თავისუფალ ზონას” ფლობს, გაიყიდა. თიზ-ი 2015 წლის 26 ოქტომბერს დაფუძნდა და მისი ძირითადი საქმიანობა ტექნოლოგიური კომპანიებისთვის კომერციული სივრცის შეთავაზება იყო. თიზ-ის დამფუძნებელი კაიმანსა და ნიდერლანდებში რეგისტრირებული ტექნოლოგიური კომპანია Bitfury-ი იყო, რომელიც ადგილზე 60 მეგავატის სიმძლავრის კრიპტოვალუტის დატა ცენტრს ფლობს.
2023 წლის 23 მარტს ბიზნესს რეესტრში დარეგისტრირდა თიზ-ის მფლობელი კომპანიის მესაკუთრის ცვლილება, Bitfury Holding B.V-ი შპს “ზოტი ჰოლდინგმა” ჩაანაცვლა. ასევე შეიცვალა კომპანიის დირექტორი, გიორგი ტაბიძე ამ პოსტზე კომპანიის ახალმა პარტნიორმა იოსებ ნიბლაძემ შეცვალა.
თავად “ზოტი ჰოლდინგი” 2022 წლის აგვისტოში დაფუძნდა. მისი მფლობელების ჩამონათვალი ასე ნაწილდება:
● იოსებ ნიბლაძე - 38%;
● ირაკლი რეხვიაშვილი - 36%;
● ვარლამ რეხვიაშვილი - 14%;
● შპს მირატეკ, უნგრეთი - 6%;
● გილ ფეილერ, გერმანია - 6%.
რაც შეეხება თავად თიზ-ს, ის 28 ნაკვეთს აერთიანებს.
გარიგების მოცულობა უცნობია.
ესკოს მონაცემებით, 2023 წლის განმავლობაში საქართველოში კრიპტოვალუტების მაინინგის საქმიანობა მნიშვნელოვნად შემცირდა. თიზ-ის ერთ-ერთმა უმსხვილესმა მომხმარებელმა “ბი ეფ დი სი ჯორჯიამ” ანუ Bitfury-იმ წელს ელექტროენერგიის მოხმარება 99.6%-ით შეამცირა.