მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Bitfury-იმ საქართველოში სტუდენტური ლაბორატორია გახსნა

5ba8d20be1738
BM.GE
24.09.18 16:00
499
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი Bitfury-ის ლაბორატორია გაიხსნა. ლაბორატორია სტუდენტებს ბლოკჩეინ სისტემების დეველოპმენტის მიმართულებით სწავლებისა და გადამზადების შესაძლებლობას სთავაზობს. გარდა ამისა, ახლადგახსნილ სივრცეში გაიმართება სემინარები და ვორქშოპები.

Bitfury-ისა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობა მიმდინარე წლის დასაწყისში დაიწყო. Bitfury-ის საქართველოში წარმომადგენლის ეფრემ ურუმაშვილის განმარტებით, ამ დროისთვის Bitfury-ში 200-მდე ქართველია დასაქმებული. მისივე თქმით, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი რეგიონში ყველაზე მოწინავე და მაღალტექნოლოგიური უნივერსიტეტია და სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ მასთან თანამშრომლობა.

„ დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი ქართულ საგანმანათლებლო სფეროში ინოვაციური ტექნოლოგიების შემოტანის კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ბიზნესისა და ტექნოლოგიენის უნივერსიტეტს კი ვუყურებთ, როგორც ჩვენი სამომავლო პროექტების პარტნიორს,“ - განაცხადა ეფრემ ურუმაშვილმა.

Bitfury-ისა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს შორის არსებული თანამშრომლობის შედეგად, უნივერსიტეტის კურსდამთავრებულების დიპლომების შენახვა ბოლქჩეინ სისტემაში მოხდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები