მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბიტკოინი იაფდება

5cf165a78d2a0
მიხეილ ხაჩიძე
01.06.19 13:40
1260
ბიტკოინის ფასის კლების ტენდენცია უკვე რამდენიმე დღეა გრძელდება.

კრიპტოვალუტის ღირებულებამ დღეის მონაცემებით, $8274.55 შეადგინა, თუმცა ეს მაჩვენებელიც 2018 წლის 11 მაისის შემდეგ რეკორდული ნიშნულია.

წლის დასაწყისში ბიტკოინის კურსი 3300 დოლარი იყო, მას შემდეგ ის რადიკალურად, 140%-ით არის მომატებული, თუმცა რამდენიმე დღის წინ ბიტკოინი $8,937.25 ივაჭრებოდა, რაც ცალსახად რეკორდული მაჩვენებელი იყო გასული წლის შემდეგ.

ზრდის მიზეზად უცხოელი ანალიტიკოსები ინსტიტუციონალური ინვესტორების მაღალ ინტერესს ასახელებენ და ამბობენ, რომ ტენდენცია მზარდია, ხოლო კლება ბარზებზე გარკვეულმა რყევებმა გამოიწვია, თუმცა ექსპერტები მთელი წლის განმავლობაში, ბაზრის გამოცოცხლებასა და კრიპტოვალუტის გაძვირებას ისევ პროგნოზირებენ.

ცნობისათვის, ბიტკოინი ყველაზე ცნობილი კრიპტოვალუტაა მსოფლიოში, რომელიც 2009 წელს სატოში ნაკამატოს ფსევდონიმის ქვეშ შექმნეს. 2017 წლის ბოლოს კრიპტოვალუტა 20 000 დოლარი ღირდა.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები