მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბიტკოინის ფასი 11%-ით გაიზარდა

5cd9411660b1c
მიხეილ ხაჩიძე
13.05.19 15:00
936
ბიტკოინის ღირებულება მატებას განაგრძობს. კრიპტოვალუტის ფასი გასული ორი დღის განმავლობაში 11%-ით გაიზარდა და $7000-ს გადააჭარბა; ეს კი, 2018 წლის სექტემბრის შემდეგ რეკორდული მაჩვენებელია.

შედარებისთვის: წლის დასაწყისში ბიტკოინის კურსი $3300 იყო. 2017 წლის ბოლოს კი კრიპტოვალუტა $20 000 ღირდა.

ანალიტიკოსები ბაზრის გამოცოცხლებასა და ფასების ხელახალ ზრდას 2019 წელსაც ვარაუდობენ.

ცნობისთვის, ბიტკოინი ყველაზე ცნობილი კრიპტოვალუტაა მსოფლიოში, რომელიც 2009 წელს შეიქმნა. მისი შემქმნელის პირობითი სახელია სატოში ნაკამოტო. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები