მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბიტკოინის ფასი 15 თვის განმავლობაში ყველაზე მაღალ ნიშნულზეა

5d107aab48eb6
მიხეილ ხაჩიძე
24.06.19 13:40
1120

Facebook-ის მიერ საკუთარი კრიპტოვალუტის შექმნის ოფიციალურად დაანონსებამ ბიტკოინის ფასის რადიკალური მატება გამოიწვია.

დღეის მონაცემებით, კრიპტოვალუტა 11.000 დოლარად ივაჭრება. მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ციფრული ფული ბოლო 15 თვის განმავლობაში უმაღლეს  ნიშნულზეა.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ კრიპტოვალუტის ღირებულება უფრო გაიზრდება. 


წლის დასაწყისში ვირტუალური ფულის კურსი 3300 დოლარი იყო. მას შემდეგ, ის 160%-ით არის მომატებული. 

შეგახსენებთ, რომ Facebook-მა საკუთარი კრიპტოვალუტის შექმნა გასულ კვირას დაანონსა. როგორც სოციალური ქსელის დამფუძნებელმა ბარკ ცუკერბერგმა განმარტა, ციფრული ფული მომხმარებაში 2020 წლიდან ჩაეშვება. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები