მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბიტკოინის ფასი 9%-ით გაიზარდა და 1135 დოლარს მიაღწია

58e4e9b26fa2a
BM.GE
05.04.17 16:55
1425
ბიტკოინის ფასი 9%-ით გაიზარდა და 1135 დოლარიან ნიშნულს მიაღწია. მკვეთრ ზრდას იმ ფაქტს უკავშირებენ, რომ იაპონიაში კრიპტოვალუტა გადახდის ოფიციალურ საშუალებად აღიარეს. შესაბამისი კანონი ძალაში მიმდინარე წლის 1 აპრილიდან შევიდა. კანონის მიხედვით, შესაბამისი უწყება კრიპტოვალუტის გადაცვლის ოპერაციების რეგულირებასაც დაიწყებს.

Business Insider-ის ცნობით, მიუხედავად ამისა, კრიპტოვალუტის ოფიციალურ საგადასახადო საშუალებად აღიარება გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული, რადგან მისი გამოყენება არანაირი წესით არ რეგულირდება და საბუღალტრო სტანდარტები 6 თვის განმავლობაში შემუშავდება.

როგორც იაპონური გამოცემა Nikkei წერს, იაპონიაში მობილური გადახდები ყოველწლიურად იზრდება. მიმდინარე წლის დასაწყისიდან კი კრიპტოვალუტის ღირებულება 19%-ით გაიზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები