კრიპტო ბაზარზე აღმავალი ტრენდია... მიმდინარე კვირის განმავლობაში ბიტკოინის ფასმა 64,000 დოლარს მიაღწია, კრიპტოვალუტის საბაზრო კაპიტალიზაცია კი 1 ტრილიონ 230 მილიარდი დოლარი გახდა, რაც 2021 წლის შემდეგ დაფიქსირებული მაქსიმალური მაჩვენებელია და ერთკვირიან პერიოდში 21%-იან ზრდას წარმოადგენს. ეთერიუმის ფასი 3,500 დოლარი გახდა, მისმა საბაზრო შეფასებამ კი 417 მილიარდი დოლარი შეადგინა. ამ შემთხვევაში, ზრდის მაჩვენებელი 15%-ს აღწევს. რა განაპირობებს ბიტკოინის ასეთ მკვეთრ გაძვირებას? რა ხდება კრიპტობაზარზე?