მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბიტკოინით გადახდა 100 - ათასზე მეტ იაპონურ მაღაზიაში იქნება შესაძლებელი

592d4efcb823a
BM.GE
30.05.17 15:00
1606
ბიტკოინით გადახდა 100 - ათასზე მეტ იაპონურ მაღაზიაში იქნება შესაძლებელი. როგორც Bloomberg იტყობინება, შესაბამისი გეგმა Bitpoint-ს აქვს. კომპანიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რითეილერებთან მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს.

"ჩვენ მოლაპარაკებები გვაქვს დიდ კომპანიებთან, რომლებიც მართავენ მაღაზიებს, რომ მათ მაღაზიებში სპეციალური ტერმინალები განათავსონ ბიტკოინისთვის. დიდ მწარმოებლებთან მუშაობა ბევრად მარტივია, ვიდრე ყველა მაღაზიათსან ცალ-ცალკე",- აცხადებს კომპანიის ხელმძღვანელი.

Bitpoint-მა უკვე განაცხადა, რომ ბიტკოინებით გადახდა იაპონურ ავიაკომპანია Peach Aviation-ში შესაძლებელი იქნება. იაპონიის მთავრობამ კი აპრილში გაავრცელა ინფორმაცია, რომ აპირებს ელექტრონული ვალუტა გადახდის კანონიერი მეთოდი გახადოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები