ბიტნეტს, როგორც სტარტაპს, საფუძველი წელიწად-ნახევრის წინ ჩაეყარა. ამ დროის განმავლობაში კომპანიამ შეძლო უცხოელი ინვესტორებისგან რამდენიმე მილიონი დოლარის ინვესტიციის მოზიდვა და გუნდის გაფართოება.
გამომდინარე იქიდან, რომ სტარტაპის განვითარების ყველა ეტაპზე მნიშვნელოვანია კაპიტალის მოზიდვა, ახლახანს, ბიტნეტის გუნდმა GITA-ს თანადაფინანსების კონკურსში მონაწილეობა გადაწყვიტა.
“მიგვაჩნია, რომ GITA-ს თანადაფინანსების კონკურსი საუკეთესო გზაა სტარტაპების განვითარებისა და მათი მოტივაციისათვის.” - (თინათინ კვინტრაძე - CEO) მართალია, ბიტნეტის გუნდის წევრებს მრავალმხრივი პროფესიული გამოცდილება აქვთ, თუმცა აღნიშნავენ, რომ GITA-ს მიერ სილიკონ ველიდან მოწვეულ ქოუჩებთან ურთიერთობამ მნიშვნელოვნად განავითარა მათი ცოდნა და ხედვები.
“რეალური მოლოდინი გვქონდა რომ გავიმარჯვებდით, თუმცა, აღსანიშნავია, რომ ამერიკელ ქოუჩებთან მუშაობამ უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა შედეგის მიღწევაში” - (რევაზ ლაშქარავა - CTO) პლატფორმა მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს ნაღდი და ვირტუალური (საბანკო) ფული,
ჩაანცვლოს მაღალტექნოლოგიური საგადახდო მექანიზმით, ისე რომ შეინარჩუნოს კუთვნილ აქტივზე საკუთრების ფლობის უფლება - მარტივად, სწრაფად და უსაფრთხოდ.
შედეგად, ბიტნეტი მომხმარებელს მნიშვნელოვანი პრობლემის მოგვარებაში ეხმარება და უმარტივებს ყოველდღიურ ცხოვრებას. იმისათვის, რომ მომხმარებელს საუკეთესო სერვისი მიეწოდოს, კომპანია რამდენიმე დიდი ამერიკული და ბრიტანული კრიპტო პლატფორმების სერვისების პროვაიდერ კომპანიებთან თანამშრომლობს. სტარტაპი GITA–საგან მიღებული გრანტს სწორედ პარტნიორებთან თანამშრომლობის გაძლიერებას მოახმარს.
ბიტნეტის ინოვაციური პლატფორმა უკვე მზადაა და მომხმარებელთან შეხვედრამდე საბოლოო ეტაპებს გადის. პარალელურად, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა მობილური აპლიკაციის ვერსიაზეც და ორივე მათგანი სექტემბერში დაიწყებს ფუნქციონირებას. ამას გარდა, ბიტნეტი ბიზნესებს კრიპტო ტერმინალებს მიაწვდის, რომლითაც ისინი თავიანთი სერვისებისა თუ პროდუქტების გაყიდვას ციფრულ ვალუტაში შეძლებენ. მნიშვნელოვანია, რომ ავტომატური კონვერტაციის საშუალებით, ბიზნესები პირად ანგარიშზე პირდაპირ ეროვნულ ვალუტას მიიღებენ, რაშიც Bitnet–ს კომპანია CityPay.io გაუწევს თანამშრომლობას.
აღსანიშნავია, რომ მომდევნო თვეში ბიტნეტი მიიღებს ლიეტუვის ლიცენზიას – ევროკავშირის ქვეყნებში ციფრული ვალუტებით ვაჭრობის შესახებ, რაც მას საერთაშორისო ასპარეზზე გაუკვალავს გზას.
სამომავლოდ, ბიტნეტი გეგმავს, გასცდეს საქართველოს საზღვრებს და მსოფლიოს მასშტაბით შესთავაზოს მომხმარებლებს საკუთარი პლატფორმა და სერვისები. ერთ-ერთი პირველი ქვეყანა საერთაშორისო ბაზრიდან ყაზახეთი იქნება.
(NS)