მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბიუ - ბიუს" ბრენდით სოსისებისა და ძეხვის წარმოება დაიწყება

5ae5f061c0682
მაია ბიწაძე
29.04.18 20:17
1286
კომპანია ,,ჩირინა“ ბიზნესის ახალი სეგმენტის ათვისებას გეგმავს და ,,ბიუ-ბიუს“ ბრენდით სოსისებისა და ძეხვეულის წარმოებას დაიწყებს, ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანიის დამფუძნებელმა, რევაზ ვაშაკიძემ განუცხადა.

"ამ სეგმენტში შესვლა იმიტომ გადავწყვიტეთ, რომ ხორცის მწარმოებელი კომპანია ვართ. დღეს-დღეობით ბაზარზე ვინც სოსისებს უშვებს, არცერთი კომპანია ხორცს არ აწარმოებს. ჩვენ უკვე ვასრულებთ ამ პროექტზე მუშაობას და სავარაუდოდ წელსვე დავიწყებთ საწარმოს მშენებლობას.

წარმოება სოფელ გამარჯვებაში, ან სართიჭალაში გაკეთდება, ჯერ ადგილი არ გადაგვიწყვეტია. დღეში 7 ტონა სოსისს და 2-3 ტონა ძეხვს დავამზადებთ, რომელიც ,,ბიუ ბიუს“ ბრენდით ადგილობრივ ბაზარზე და ექსპორტზე გაიყიდება, მათ შორის არაბულ ქვეყნებში, რადგან, ნაწარმი ძირითადად ქათმის ხორცის იქნება, თუმცა ძროხის ხორცისგანაც დავამზადებთ.

ავიღებთ HACCP-ის და ISO სერთიფიკატებს და საკმაოდ მაღალი ხარისხის პროდუქციას გამოვუშვებთ. ვფიქრობ, საკმაოდ კონკურენტუნარიანები ვიქნებით, რადგან ნაწარმი ძირითადად ჩვენივე ნედლეულით დამზადდება.

ბელორუსმა ინვესტორებმაც გამოხატეს ინტერესი ამ პროექტის მიმართ და შესაძლოა ეს წარმოება მათთან ერთად გავაკეთოთ. პროექტი დაახლოებით 7-8 მილიონი დოლარი დაჯდება. თუ ყველაფერი კარაგდ წავიდა, 2019 წელს პროდუქცია უკვე ბაზარზე გამოვა“ - განაცხადა რეზო ვაშაკიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები