მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ბიუ-ბიუ" ბაზარზე ნედლი ხორცის მიწოდებას 10 ივლისიდან განაახლებს

5b3b1e43e09b5
მაია ბიწაძე
03.07.18 10:55
1125
"ბიუ-ბიუ“ ბაზარზე ნედლი ხორცის მიწოდებას მომავალი კვირიდან განაახლებს. კომპანია ბოლო ერთი თვის განმავლობაში აღნიშნულ პროდუქციას აღარ ყიდიდა, რაც საწარმოში გენერალური სანიტარული პროცესის ჩატარებას უკავშირდებოდა.

პროდუქციის მიწოდება 10 ივლისიდან აღდგება და 2-3 დღის განმავლობაში, საცალო ქსელი მთელი საქართველოს მასშტაბით მომარაგდება, ამის შესახებ "საქმიანი დილის“ ეთერში "ბიუ-ბიუს" დამფუძნებელმა, რევაზ ვაშაკიძემ განაცხადა.

"ჩვენ 5 წლის განმავლობაში, არცერთი დღე პროდუქციის მიწოდებაში წყვეტა არ გვქონდა. ზაფხულში მოხმარება შემცირებულია და მარხვის პერიოდიც დაემთხვა, ამით ვისარგებლეთ და გადავწყვიტეთ საწარმოს კარდინალური დასუფთავება განგვეხორციელებინა. გაიწმინდა წყლის არხები, კანალიზაცია... 10 ივლისიდან ჩვენი პროდუქცია კვლავ გამოვა ბაზარზე და 2-3 დღის განმავლობაში მთელ საქართველოს დაფარავს. მინდა ვთქვა, რომ ბევრმა მცირე მწარმოებელმა ისარგებლა იმით, რომ ბაზარზე ჩვენი პროდუქცია არ იყიდებოდა და ნედლი ქათმის ხორცის ფასი 10 ლარამდე გაზარდა", - განაცხადა რევაზ ვაშაკიძემ.

მისივე განმარტებით "ბიუ-ბიუს" პროდუქციის რეალიზაცია იგივე ფასში განხორციელდება, რაც საწარმო სანიტარულ დასუფთავებამდე იყო. კომპანია "ბიუ-ბიუ" თვეში 1200 ტონა ქათმის ხორცით ამარაგებს ბაზარს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები