ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის განმარტებით, 2018 წლის ბიუჯეტის პროექტში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ იგეგმება.
"ძირითადი პარამეტრები შეიძლება, ძალიან უმნიშვნელოდ შეიცვალოს. ანუ რაც არის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი წარმოდგენილი, მისი მნიშვნელოვანი ცვლილება ჯამურ მონაცემებში არ იქნება, თუმცა იქნება გადამისამართება ერთი მუხლიდან მეორეში და ა.შ", - განაცხადა კაკაურიძემ.
კითხვაზე, იგეგმება თუ არა ბიუროკრატიული ხარჯების შემცირება მომავალ წელს, მინისტრის მოადგილემ უპასუხა, რომ "ბიუროკრატიული ხარჯები, უკვე წელს, მაქსიმალურად არის შემცირებული“.
„არაერთხელ იყო ინფორმაცია გაჟღერებული, რომ გასულ წელთან შედარებით დაახლოებით, 90 მილიონი ლარით ნაკლებია მხოლოდ ხელფასში დახარჯული და ეს ძალიან მნიშვნელოვანი შემცირებაა. უკვე წლის განმავლობაში გამოჩნდება, რამდენის საშუალება იქნება სტრუქტურული ცვლილებების და ოპტიმიზაციის შედეგად“, - განაცხადა კაკაურიძემ და დასძინა, რომ ამ სტრუქტურული რეფორმის შედეგად შესაძლო დაზოგილი თანხებისა, რომლის მოცულობის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ აქვს, „დამატებითი შემცირების რესურსი ნამდვილად არ არსებობს“.

























