მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ბიუჯეტი არის მოსახლეობის დოკუმეტი, არა მარტო შევსებით და ხარჯით, არამედ შედგენის თავალსაზრისით"

5791dfee0e002
BM.GE
22.07.16 12:56
1466
ბიუჯეტი განსხვავებული ფორმატით თავდაპირველ ეტაპზე ადგილობრივი ბიუჯეტის დონეზე შედგება, - როგორც ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა, ამ ეტაპზე სპეციალური პროგრამა უკვე შემუშავებულია.

„ჩვენ ვმუშაობთ შესაბამის სამსახურებთან ერთად, შემუშავებულია პროგრამა და მაქსიმალურად შევეცდებით რომ ადამიანების სურვილები გავითვალისწინოთ. თავიდან როგორც ჩანს ეს განხორციელდება ადგილობრივი ბიუჯეტების დონეზე. ჩვენ ერთ წამს არ დავკარგავთ მისთვის, რათა მოსახლეობამ შეიგნოს რომ ბიუჯეტი არის მათი დოკუმეტი, არა მარტო შევსებით და ხარჯით, არამედ შედგენის თავალსაზრისით“, - განაცხადა მინისტრმა „ბიზნესკონტრაქტის“ დასმულ კითხვაზე.

შეგახსენებთ, რომ მთავრობა, მმართველობითი რეფორმის ახალი ეტაპის ფარგლებში, ბიუჯეტირების პრინციპულად განსხვავებული ფორმატის დანერგვას გეგმავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები