მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბიუჯეტიდან მუნიციპალიტეტების დაფინანსების სქემა შეიცვალა"

5bb4ab925be6e
ნინი თურქია
03.10.18 15:43
594
„ბიუჯეტიდან მუნიციპალიტეტების დაფინანსების სქემა შეიცვალა“, - ამის შესახებ განცხადებას საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი აკეთებს.

„ადრე ე.წ. გამოთანაბრების ტრანსფერი მოქმედებდა, ახლა კი დაფინანსება დამატებითი ღირებულების გადასახადის (დღგ) მიხედვით არის დათვლილი. რეალურად არც ერთ მუნიციპალიტეტს არ უმცირდება დაფინანსება, პირიქით. სწორედ ამიტომ, ეს მოდელი უფრო სამართლიანad მიგვაჩნია“, - ამბობს საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი.

მისივე განცხადებით, დაფინანსების ძველი სისტემა მუნიციპალიტეტებს ინიციატივას უკარდავდა, ჰქონოდათ საკუთარი შემოსავალი. ამის მიზეზად მინისტრი ცენტრალური ბიუჯეტიდან დაფინანსების შემცირებას ასახელებს. მისი განცხადებით, ახალი მოდელი ამ პრობლემის გადაჭრას ემსახურება. იგი არაერთ დაინტერესებულ პირთან თუ არასამთავრობო ორგანიზაციასთან არის გავლილი და შეთანხმებული.

„წინა მოდელი მოტივაციას უკარგავდა მუნიციპალიტეტებს, რომ ჰქონოდათ საკუთარი შემოსავალი. ძველი მოდელის მიხედვით, თუ ისინი რაღაც გადასახადს დააწესებდნენ, მის შესაბამისად უმცირდებოდათ ცენტრალური ბიუჯეტიდან დაფინანსება. ახალ მოდელში ეს ასე არ არის, ამიტომ მგონია, რომ ახალი შემოთავაზება უფრო სამართლიანია და იგი ხელს შეუწყობს ჩვენ პროგრამაში ჩადებულ დეცენტრალიზაციის იდეებს“ , - აცხადებს ივანე მაჭავარიანი.




გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები