მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიუჯეტიდან შტატგარეშე თანამშრომლებზე გაცემული ხელფასები 10-წლიან მაქსიმუმზეა

ბიუჯეტიდან შტატგარეშე თანამშრომლებზე გაცემული ხელფასების მოცულობა 10-წლიან მაქსიმუმზეა - ამის შესახებ 2024 წლის სამი კვარტლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშში წერია, რომლის თანახმადაც 9 თვეში შტატგარეშე კადრების ანაზღაურებაზე 408 მლნ ლარზე დაიხარჯა.

ამავე მონაცემების თანახმად, მხოლოდ ბოლო 5 წელიწადში სახელმწიფო ბიუჯეტიდან შტატგარეშე კადრებისთვის გადახდილი თანხები 205.8 მილიონ ლარზე მეტით, ხოლო 10 წელში 324 მილიონზე მეტით გაიზარდა. მასთან, ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში შტატიანი თანამშრომლებზე გაცემულმა თანხამ 1.88 მლრდ ლარი შეადგინა.

სტუმარი: გოგა თუშურაშვილი - IDFI-ის კვლევითი მიმართულების ხელმძღვანელი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები