მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიუჯეტის განხილვა ქვორუმის არარსებობის გამო გადაიდო

5beaa3e69db6f
თელარა გელანტია
13.11.18 14:12
865
ქუთაისში, პარლამენტის პლენარული სხდომა, რომელზეც ფინანსთა მინისტრმა ვანო მაჭავარიანმა 2019 წლის ბიუჯეტის გადამუშავებული პროექტი უნდა წარადგინოს, 16:00 საათზე დაიწყება.

საქმე იმაშია, რომ პლენარული სესია 12:00 საათზე უნდა გახსნილიყო, მაგრამ დარბაზში საკმარისი რაოდენობის (78 დეპუტატი) დეპუტატი არ იმყოფებოდა.

რამდენიმე წუთიანი ტექნიკური შესვენების შემდეგ, პლენარულ სხდომათა დარბაზში მორიგი რეგისტრაცია გამოცხადდა, მაგრამ ქვორუმი ისევ ვერ შედგა და სხდომა 16:00 საათამდე გადაიდო.

„საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია; სავარაუდოდ, დღეს 21:00 საათამდე მუშაობა მოგვიწევს და ხვალ გავაგრძელებთ. ძალიან გთხოვთ, ფრაქციების ხელმძღვანელებს, რომ გააკეთოთ სრული მობილიზება, მათ შორის იმ ადამიანების, რომლებიც დარბაზიდან გავიდნენ იმ იმედით, რომ სხდომა მიმდინარეობს“, - განაცხადა ვოლსკიმ.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები