მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ბიუჯეტის დეფიციტი 4,1% იქნება. ამის შესახებ „ბიზნესკონტრაქტის“ პირდაპირ ეთერში ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ გაგუმა განაცხადა.
მისი თქმით, დეფიციტის ეს მაჩვენებელი შეთანხმებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, რომლის მისიაც საქართველოში 1 კვირის წინ იმყოფებოდა.
ნიკოლოზ გაგუას განმარტებით, ეს პარამენტრი მისაღებია სავალუტო ფონდისთვის იმ გამოწვევევის ფონზე, რაც რეგიონშია.
შეგახსენებთ, რომ სავალუტო ფონდი 2017 წელს საქართველოს ბიუჯეტის დეფიციტის ზრდას 6%-მდე ვარაუდობდა.

























