მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 200 მილიონი ლარით გაიზრდება"

5a0eecd05815f
დავით ჯალაღონია
17.11.17 18:04
1028
მიმდინარე წლის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 200 მილიონი ლარით გაიზრდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ განუცხადა, რომელიც საბიუჯეტო საკითხებთან დაკავშირებით პარტია "ქართული ოცნების" ოფისში გამართულ შეხვედრას ესწრებოდა.

"ჩვენ ორი საბიუჯეტო პროცესი გვიახლოვდება - 2018 წლის ბიუჯეტის პროექტში და ასევე მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილებები. დამატებითი საგადასახადო შემოსავლების მობილიზება მოხდა და ამიტომ 2017 წლის ბიუჯეტში 200 მილიონი ლარით გაიზრდება ხარჯვითი ნაწილი", - განაცხადა კოვზანაძემ.

რაც შეეხება ლარის გაუფასურების საკითხზე პარლამენტში ეროვნული ბანკის არგუმენტების მოსმენას, კოვზანაძის განცხადებით, 27 ნოემბერს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში 2018-2020 წლების ფულად-საკრედიტო პოლიტიკაზე სებ-ის მენეჯმენტის მოსმენაა დაგეგმილი, რა დროსაც სხვა თემებთან ერთად, ლარის კურსთან დაკავშირებითაც მოხდება კითხვების დასმა.

არსებული ინფორმაციით, "ქართული ოცნების" შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და ფინანსთა მინისტრობის კანდიდატი მამუკა ბახტაძე ესწრებოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები