მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბიუჯეტმა 5 თვეში შემოსავლების 6 თვის საპროგნოზო მოცულობის 88% მიიღო

5b2ca8330b4e0
BM.GE
22.06.18 12:00
1098
საქართველოს 2018 წლის იანვარ-მაისში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებმა შეადგინა სულ 4 787 546.1 ათასი ლარი; მათ შორის: სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები მიღებული იქნა 4 209 821.5 ათასი ლარის მოცულობით, არაფინანსური აქტივების კლებით მიღებულმა შემოსულობებმა შეადგინა 33 667.5 ათასი ლარი, ფინანსური აქტივების კლებით მიღებული იქნა 25 355.0 ათასი ლარი, ხოლო ვალდებულებების ზრდით 518 702.1 ათასი ლარი.

2018 წლის იანვარ-მაისში მიღებული სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებმა (4 209 821.5 ათასი ლარი) შეადგინა ექვსი თვის საპროგნოზო მოცულობის (4 770 552.4 ათასი ლარი) 88.2%;
– გადასახადების ექვსი თვის საპროგნოზო მოცულობამ შეადგინა 4 377 500.0 ათასი ლარი, ფაქტიურად მიღებულია 3 852 991.8 ათასი ლარი, ანუ საპროგნოზო მოცულობის 88%;


„მოგების გადასახადის“ სახით მიღებული შემოსავლების მოცულობამ (353 135.6 ათასი ლარი) შეადგინა ექვსი თვის საპროგნოზო მოცულობის (360 000.0 ათასი ლარი) 98.1%;

„დამატებული ღირებულების გადასახადის“ ექვსი თვის საპროგნოზო მოცულობამ შეადგინა 2 036 000.0 ათასი ლარი, ფაქტიურად მიღებული იქნა 1 803 656.9 ათასი ლარი, ანუ საპროგნოზო მოცულობის 88.6%;

„აქციზის“ სახით მიღებულმა შემოსავლებმა შეადგინა 540 734.2 ათასი ლარი, რაც გეგმის (675 000.0 ათასი ლარი) 80.1%–ია;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები