მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ბიუჯეტს არ ექნება, მე გავაკეთებ", - ბიძინა ივანიშვილის დაპირება ხიბულას მაცხოვრებლებს - Video

5c9e13b957765
BM.GE
29.03.19 16:47
3214
ქართული ოცნების თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი დღეს სამეგრელოში, სოფელ ხიბულაში იმყოფებოდა, სადაც ის მოსახლეობას გაზიფიცირების, წყალმომარაგებისა და საბავშვო ბაღის აშენებას დაპირდა. ივანიშვილის თქმით, თუ სახელმწიფოს არ ექნება სახსრები, მაშინ ის პროექტს თავისი ფულით დააფინანსებს. 

"გაზიფიცირებაც დავუჩქაროთ, წყალიც დავუჩქაროთ აქ. ბიუჯეტს არ ექნება, მე გავაკეთებ. საბავშო ბაღსაც აგიშენებთ, ურეკში გავაკეთეთ ახლა საბავშვო ბაღი. წყალი გავუკეთოთ სოფელს პირველ რიგში, პარალელურად გზა გავუკეთოთ,"- განაცხადა ივანიშვილმა. 



 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები