მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ბიუჯეტში 10 მილიონამდე ლარს ვიხდით“ – „ელვარე“ ექსპორტისთვის ემზადება

61cc364e3874b
ელენე გოგბერაშვილი
05.01.22 11:38
2218
საკაბელო პროდუქციის მწარმოებელი ქართული კომპანია „ელვარე“ ადგილობრივი ბაზრის წილის ზრდას და ექსპორტზე გასვლას გეგმავს.

კომპანია 7 წლის წინ შეიქმნა და სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში საწარმოში რამდენიმე მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. როგორც "ელვარეს" დამფუძნებელი მამია გოცირიძე აცხადებს, ბოლო 7 წლის განმავლობაში კომპანია ძალიან გაიზარდა და დღეს უკვე წლის განმავლობაში ბიუჯეტში გადასახადის სახით 8-10 მილიონი ლარი შეაქვთ.

კომპანიას რამდენიმე ათეული მილიონი ლარის ბრუნვა აქვს და დღეის მდგომარეობით 100-მდე ადამიანს ასაქმებს.

„გეგმები დიდი გვაქვს. ჯერჯერობით წარმოებულ პროდუქციას მხოლოდ საქართველოში ვყიდით, რადგან ჩვენი პირველი რიგის ამოცანა იმპორტის ჩანაცვლება და საკუთარ ბაზარზე მყარი პოზიციის დაკავებაა. ჩვენი მომავალი წლის გეგმაშია ექსპორტზე პირველი პარტიების გატანა, 2023 წლიდან კი გვინდა საქართველოს ბაზარი ჩვენი გაყიდვების 25-30% გახდეს, დანარჩენი კი ექსპორტზე გავყიდოთ“, - აცხადებს მამია მოცრაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები