მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბიუჯეტში აქციზიდან, დაახლოებით, 50 მლნ ლარით ნაკლები შევა, ვიდრე დაგეგმილია"

5b08034a7c1d4
თელარა გელანტია
25.05.18 17:30
1298
ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის შეფასებით, 2018 წელს სახელმწიფო ბიუჯეტში აქციზიდან დაახლოებით, 50 მლნ ლარით ნაკლები შევა, ვიდრე დაგეგმილია.

საქმე იმაშია, რომ ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით, წელს აქციზიდან ბიუჯეტში 1 მლრდ 450 მლნ ლარი უნდა შევიდეს, მაგრამ პირველი კვარტლის გეგმა ვერ შესრულდა. კერძოდ, სამ თვეში მთავრობა აქციზიდან 328.5 მლნ ლარის მიღებას ელოდა, მაგრამ ბიუჯეტში 305 მლნ-ის მობილიზება განხორციელდა ანუ აქციზის გეგმა 92.9%-ით შესრულდა.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის აზრით, აქციზიდან შემოსავლების კლების ძირითადი მიზეზი თამბაქოს ნაწარმზე აქციზის ზრდა და ახალი რეგულაციებია.

„ძირითადი მიზეზი აქციზიდან შემოსავლების შემცირების, ეს არის ერთი, რაც გასულ წელს ფიქსირდებოდა – მოხმარების შემცირება, თუმცა ფილტრიანი სიგარეტის მოხმარება უფრო მეტადაა შემცირებული და უფილტროს ნაწილია გაზრდილი; მეორე მიზეზია ის რეგულაციები, რომელიც 1 მაისიდან შევიდა ძალაში და დახურულ სივრცეებში მოწევა აიკრძალა. ასევე, როგორც ცნობილია, 1 სექტემბრიდან ამოქმედდება კიდევ ერთი რეგულაცია და რა თქმა უნდა, ეს მოხმარებაზე თავის გავლენას იქონიებს“, - განმარტა კაკაურიძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული გარემოებების აქციზიდან შემოსავლების გეგმის შედგენისას გათვალისწინებული იქნა.

„გარკვეული ეფექტები გათვალისწინებულია, მაგრამ ზუსტად რა ეფექტი ექნება ამას ნამდვილად ვერ ვიტყვით. ჩვენ ველოდებით, რომ დაახლოებით, 50 მლნ იქნება სხვაობა დაგეგმილსა და ფაქტობრივ შემოსავალს შორის“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები