მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიუჯეტში ონლაინკაზინოებიდან 300 მილიონია შემოსავალი, ამიტომ ეს უნდა გაიზარდოს - პრემიერი

619d5811e55f6
თელარა გელანტია
24.11.21 01:04
1496
"ორშაბათს ჩემი დავალებით ფინანსთა მინისტრი წარმოადგენს კონკრეტულ ხედვას, ონლაინ-კაზინოებთან დაკავშირებით, შემდეგ უკვე პარლამენტს მივმართავთ თხოვნით, რომ მათ მოახდინონ კანონპროექტის ინიცირება", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ინიციატივა მოიცავს სამ კომპონენტს - ასაკობრივი ზღვარის აწევას 25 წლამდე, რეკლამის აკრძალვას და გადასახადების გაზრდას ონლაინკაზინოებისთვის.

„გუშინ გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, თითქოს 1,5 მილიარდი დააკლდება ბიუჯეტს. დაახლოებით, 300 მილიონია შემოსავალი ონლაინკაზინოებიდან, ამიტომ ეს უნდა გაიზარდოს. პირველი ეტაპი იქნება ის, რომ ჩვენ გავუზრდით გადასახადებს ონლაინკაზინოებს. 25 წლამდე უნდა ავწიოთ ბარიერი. 14-16 წლის ბავშვები არიან ჩართულები ამ საშინელებაში. ჩვენ თაობებს ვღუპავთ და ამიტომ, ჩვენ თუ არ ვიმოქმედეთ მათ მშობლებთან ერთდ, ჩვენ დავკარგავთ თაობებს. იყო გვერდის ავლის მექანიზმები და ჩავდებთ დამატებით დამცავ მექანიზმებს და გავამკაცრებთ რეგისტრაციას. რეკლამა უნდა აიკრძალოს ყველა სახის, ვინაიდან, ეს არის ძალიან დამაბრკოლებელი და დამაზიანებელი ჩვენი ახალგაზრდა თაობისთვის. ეს არ ეხება სპორტულ ბეთებს. როგორ არის ევროპაში, ჩვენ ისე უნდა გავაკეთოთ ეს არის ძარცვა ჩვენი მოსახლეობის. ასეულობით მილიონი დოლარი გაედინება ქვეყნიდან. მთავრობამ ამაზე თუ რეაგირება არ მოახდინა, ეს არის დანაშაული.

ორშაბათს ჩემი დავალებით ფინანსთა მინისტრი წარმოადგენს კონკრეტულ ხედვას, მთავრობის სხდომაზე. შემდეგ უკვე პარლამენტს მივმართავთ თხოვნით, რომ მათ მოახდინონ კანონპროექტის ინიცირება, რომელსაც ჩვენ შევიმუშავებთ. სამი კომპონენტია - ასაკობრივი ზღვარის აწევა 25 წლამდე, რეკლამის აკრძალვა და გადასახადების გაზრდა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები