მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბიუროკრატია ადამიანების სამსახურიდან გაშვების გარეშე ვერ შემცირდება"

5b4df0fae48ff
თამუნა დემეტრაშვილი
17.07.18 18:20
782

ფინანსისტი ირაკლი ერაძე მიიჩნევს, რომ მთავრობის მიერ დაანონსებული მცირე მთავრობის კონცეფცია და ბიუროკრატიის შემცირება, ადამიანების სამსახურიდან გაშვების გარეშე ვერ განხორციელდება.

როგორც ერაძემ გადაცემაში "საქმიანი დილა" განაცხადა, თავად სიტყვა, "მცირე მთავრობა" ნიშნავს იმას, რომ ადამიანების შემცირება მოუწევთ.

"მაგრამ ვფიქრობ, რომ ამას საარჩევნო წელს მოერიდებიან და ეს მხოლოდ მომავალ წელს მოხდება, რა თქმა უნდა იმ შემთხვევაში, თუკი "მცირე მთავრობის“ კონცეფციის განვითარება ნამდვილად გადაწყვიტა ხელისუფლებამ და მხოლოდ 4 სამინისტროს გაუქმებით არ შემოიფარგლა", - განაცხადა ერაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები