მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ბიუროკრატია ბიზნესის განვითარებას უშლის ხელს"

59e465533a988
ნინო კვინტრაძე
16.10.17 11:44
1159
ბიუროკრატია ბიზნესის განვითარებას ხელს უშლის, - ამის შესახებ ბიზნესმენმა ლაშა პაპაშვილმა ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, არის საკითხები, სადაც კვლავ დგას ბიუროკრატიის პრობლემა, მათ შორის საპრივატიზაციო ობიექტების გაასხვისებასთან დაკავშირებით.

"არის რაღაც საკითხები ბიუროკრატიასთან დაკავშირებით, ეს არის არამარტო ეკონომიკის სამინისტროში, რომელიც ბიზნესის განვითარებას ხელს უშლის. მნიშვნელოვანია, ეს საკითხი დავაყენოთ, რადგან მათი მოვალეობაა ბიზნესის ხელშეწყობა და განვითარება. გადაწყვეტილებების მიღება იწელება ძალიან დროში. ეს შეიძლება იყოს საპრივატიზაციო ობიექტებათან დაკავშირებული საკითხები",- ამბობს ბიზნესმენი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები