მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ბიუროკრატია მთავრობის მკვეთრად უკეთესად მუშაობის შემთხვევაში უნდა იზრდებოდეს"

5b332b60bb75e
თათია ჩაფიჩაძე
27.06.18 10:13
1308
პრემიერ-მინისტრის განცხადებას, მთავრობის ხარჯების მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით 3.9%-მდე შემცირდებასთან დაკავშირებით ეკონომისტების ნაწილი არ ეთანხმება. ზვიად ხორგუაშვილი მიიჩნევს, რომ ამ გზით ბიუროკრატიული ხარჯების დაზოგვა არ მოხდება. მისი შეფასებით, ბევრად სწორი იქნებოდა არა მიზნობრივი მაჩვენებლის აღება, არამედ მისი მაქსიმუმის შემოსაზღვრა.

„ბიუროკრატიის 3,9 %-ით შემოფარგვლა ეკონომიკასთან მიმართებაში საერთოდ არ გვიცავს იმისგან, რომ სხვა ხარჯების სწორად მიმართვა მოხდება ან მოხდება გადასახადების შემცირება. მაშინ ეს შეუძლიათ პირდაპირ თქვან, რას აკეთებენ გადასახადებს ამცირებენ? სოციალური ხარჯების გაზრდას? რას აპირებენ? საიდან მოაქვთ ფული? არაფერი კონკრეტული არ უთქვამთ, შესაბამისად ესე უბრალოდ საუბარი იმაზე, რომ 3,9% -ით შემოვსაზღვრავ და შემდეგ რაც დაიზოგება, მოხმარდება ხალხს, გაუგებარია. არაფერი არ დაიზოგება აქედან. ბიუროკრატია ნომინალში უნდა იყოს შემოსაზღვრული და უნდა იზრდებოდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მთავრობა მკვეთრად უკეთესად იმუშავებს.

ეს ნიშნავს, რომ თუ ქვეყნის ეკონომიკა გაიზრდება 1 მილიარდი ლარით, ბიუროკრატია უნდა გაიზარდოს 39 მილიონი ლარით, თუ გაიზრდება 2 მილიარდი ლარით, ბიუროკრატია ავტომატურად გაიზრდება 80 მილიონით. ისმის კითხვები, რომ თუ შესაძლებელია არგაზრდა ბიუროკრატიის, რატომ უნდა იყოს აუცილებლად მიბმული და რატომ უნდა გამოირჩეოდეს ზრდის ტენდენციით. რამდენად დაიცავს ამ ნიშნულს მთავრობა კიდევ ცალკე საკითხავია. ჩვენ ვხედავთ რომ ეს მთავრობა განსაკუთრებით, ნებისმიერ დათქმულ მაჩვენებლებს ყოველთვის უხვევდა. ეს ეხება ვალს, ინფალციის მიზნობრივ მაჩვენებელს, ეს ეხება დეფიციტს და კიდევ ძალიან ბევრ რამეს.“ - განაცხადა ხორგუაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები