„როდესაც ვსაუბრობთ ბიუროკრატიის ანაზღაურებაზე, მის ზომაზე, უნდა შევხედოთ ხელფასების ჯამური მოცულობის ეკონომიკის დონესთან შეფარდებას. არასწორია ნომინალური მაჩვენებლით საუბარი და უალტერნატივოდ მიმაჩნია აღნიშნული ხარჯების ფარდობა ეკონომიკის ზომასთან. ბიუროკრატიის ზომა საქართველოში არის მშპ-ს 3.9%. ამ მაჩვენებლით საქართველო ერთ-ერთი ყველაზე დაბალია მსოფლიოში. ჩვენ ბიუჯეტის გამჭვირვალობის ინდექსში ვართ მე-5 ადგილზე მსოფლიოში. რომ შევხედოთ მსოფლიოს 50 გამჭვირვალე ქვეყანას და შევადაროთ ჩვენს შრომის ანაზღაურებაზე გაწეულ ხარჯებს, ვნახავთ, რომ საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებლის მქონე ქვეყანა.“ - აღნიშნა მინისტრმა.
მისივე თქმით, უსამართლობაა, როდესაც მსოფლიო მასშტაბით ქვეყანა მეხუთე ადგილზეა და ხელისუფლება მაინც იღებს კრიტიკას ბიუროკრატიის საკითხთან დაკავშირებით.
„ბიუროკრატიის სიმცირეზე რომ არსებობდეს რაიმე საერთაშორისო რეიტინგი, აქაც დარწმუნებული ვარ მსოფლიო ქვეყნების ხუთეულში შევიდოდით. რთულია, როდესაც მსოფლიო მასშტაბით ხარ ხუთეულში და ამ საკითხზე იღებ კრიტიკას. მესმის, რომ ციფრებით მანიპულირება კომფორტულია ზოგ შემთხვევაში, მაგრამ რეალურ მდგომარეობაზე უნდა ვისაუბროთ,“ - განაცხადა მან.

























