ბიუროკრატიული ბარიერები და ახალი რეგულაციები - ბიზნესსაქმიანობისთვის ხელისშემშლელ ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად კერძო სექტორი კვლავაც სამართლებრივ და ადმინისტრაციულ ბარიერებს ასახელებს. ბიზნეს ასოციაციის მიერ გამოქვეყნებულ BAG-ის ინდექსის ფარგლებში გამოკითხული კომპანიების 50% 2024 წლის I კვარტალში ყველაზე პრობლემურ საკითხებს შორის მეორე ადგილზე სწორედ ბიუროკრატიასთან დაკავშირებულ გამოწვევებს ასახელებს. მსგავს შემაფერხებელ ბარიერებად კვლავაც მიიჩნევა სასამართლო სისტემა და გაჭიანურებული დავებიც. როგორც ირკვევა, მსგავსი ტიპის ბარიერები ყველაზე პრობლემური მშენებლობის და მრეწველობის სექტორებისთვისაა.