ტვირთების დაყოვნება და ბიუროკრატია საზღვრებზე - საბორნე მიმოსვლის დამატების დაპირება და მსჯელობა ბიზნესის როლზე - შუა დერეფნის გაძლიერებაში - ეს ის აქცენტებია, რომლებიც დღეს შავი ზღვის ყოველწლიურ კონფერენციაზე გაჟღერდა. როგორ აფასებენ ქვეყნის მიმდინარე და პოტენციურ როლს ალტერნატიულ სატრანზიტო დერეფანში საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები და ლოგისტიკური კომპანიები და როგორ შეიძლება შეიქმნას ტრანზიტიდან დამატებითი ღირებულება?






























