მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიუროკრატიული ბარიერები და რეგულაციები - ბიზნესის ხელის შემშლელი ფაქტორები;

ბიუროკრატიული ბარიერები და რეგულაციები - ბიზნესსაქმიანობისთვის ხელისშემშლელ ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად კერძო სექტორი კვლავ სამართლებრივ და ადმინისტრაციულ ბარიერებს ასახელებს. ბიზნეს ასოციაციის მიერ გამოქვეყნებულ BAG-ის ინდექსის ფარგლებში გამოკითხული კომპანიების 40% 2024 წლის მესამე კვარტალში ყველაზე პრობლემურ საკითხებს შორის სწორედ ბიუროკრატიასთან და რეგულაციებთან დაკავშირებულ გამოწვევებს ასახელებს. როგორც ირკვევა, მსგავსი ტიპის ბარიერები ყველაზე პრობლემური მშენებლობის სექტორებისთვისაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები