მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ბიუროკრატული ხარჯების შემცირების ზუსტი მოცულობა 3 თვის შემდეგ გახდება ცნობილი"

5a27c7125c33a
BM.GE
06.12.17 14:29
805
"ბიუროკრატული ხარჯების შემცირების ზუსტი მოცულობა რეორგანიზაციისა და ოპტიმიზაციის პროცესის დასრულების შემდეგ დაზუსტდება", - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ. მისი თქმით, ეს პროცესი 2018 წლის პირველ კვარტალში დასრულდება.

"უნდა აღინიშნოს, რომ ცვლილებები ასახულია მხოლოდ ტექნიკურ ნაწილში. მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში თანხებიც და დასაქმებულების რაოდენობაც გადანაწილებულია იმის მიხედვით, თუ რომელი სამინისტრო გაერთიანდა და რომელი ფუნქციებიც სად გადავიდა. აღსანიშნავია, რომ არ შემცირებულა არც დასაქმებულთა და არც თანხების მოცულობა. როგორც კი საქართველოს პარლამენტი დაამტკიცებს სტრუქტურულ ცვლილებებს და ახალი ხელმძღვანელები დაიწყებენ მუშაობას, გამოცხადდება რეორგანიზაცია და ოპტიმიზაციის პროცესი და მხოლოდ ამ პროცესის დასრულების შემდეგ მოხდება ზუსტი დათვლა რა თანხის ეკონომია მოხდა აღნიშნული სტრუქტურული ცვლილებების შემდეგ“ - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

მისი თქმით, ბიუროკრატული ხარჯების შემცირებით მიღებული გამოთავისუფლებული თანხები დაემატება შესაბამისი სამინისტროების იმ პროგრამებს, რომელზედაც დამატებითი მოთხოვნები იყო დაყენებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები