საქართველოს ბიზნეს ასოციაცია წევრი კომპანიებთან სტუმრობასა და მათი საჭიროებების გაცნობს კვლავ აქტიურად განაგრძობს. კიდევ ერთი კომპანია, რომელსაც BAG მიმდინარე კვირაში ესტუმრა, სახანძრო უსაფრთხოების ინვენტარის მწარმოებელი ელპლუსია, რომელიც ბიზნეს ასოციაციის წევრთა რიგებს სულ რამდენიმე თვის წინ შეუერთდა. კომპანია ელპლუსი 2005 წელს დაფუძნდა და დივერსიფიცირებული პორტფელით ბოლო 18 წლის განმავლობაში უამრავი საინტერესო პროექტი განახორციელა. კომპანიის საწარმოში სახანძრო უსაფრთხოების ინვენტარის გარდა ლითონის პროდუქციის ფართო სპექტრი იწარმოება.