საქართველოს ბიზნეს ასოციაცია წევრ კომპანიებთან სტუმრობას კვლავ აქტიურად განაგრძობს. BAG-ის წარმომადგენლები ამჯერად დანკინს ესტუმრნენ და როგორც სხვადასხვა სარეალიზაციო ობიექტებში, ასევე კომპანიის საწარმოში სამუშაო პროცესს გაეცნენ. ამერიკის ერთ-ერთი გამორჩეული კვების ქსელი ჩვენს ქვეყანაში 2015 წლიდან ოპერირებს და დღეის მდგომარეობით მთელი ქვეყნის მასშტაბით 82 რესტორანს აერთიანებს. ბრენდის ობიექტებში ჯამურად დღის განმავლობაში 20 000-მდე დონატი და 80 000-ზე მეტი ყავა იყიდება, თუმცა როგორც კომპანიაში ამბობენ, ეს რიცხვები ჯერ მხოლოდ დასაწყისია. როგორ ვითარდება დანკინი და რა გეგმები აქვთ სამომავლოდ?