საქართველოს ბიზნეს ასოციაცია წევრი კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრას კვლავ ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს. BAG-ი ამჯერად კომპანია "აპარტ ჯგუფს" ესტუმრა სადაც როგორც კომპანიის ოფისში, ასევე სხვადასხვა მიმდინარე სამშენებლო პროექტებზე სამუშაო პროცესს გაეცნენ. "აპარტ ჯგუფი" ქართულ დეველოპერულ ბაზარზე 4 წლის წინ გამოჩნდა და დღეისთვის ის 4 დამოუკიდებელ შპს-ს: აპარტ დეველოპმენტს, აპარტ ქონსთრაქშენს, აპარტ აქრიტექტსა და აპარტ შოურუმს აერთიანებს, კომპანიის პროექტების საერთო სამშენებლო ფართი კი 100 000 კვ.მ-ს აღემატება. როგორ ვითარდება "აპარტ ჯგუფი" და რა გეგმები აქვთ სამომავლოდ?