მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბიზნეს ბროკერის მომსახურების გააქტიურება ვაჭრობის სფეროს გააჯანსაღებს" - BT.GE

btge

ბიზნესვაჭრობა - ასეთი სახელწოდებით ბაზარზე ახალი მომსახურება გამოჩნდა. ონლაინ ბიზნესვაჭრობის პროექტი, მომსახურების რამდენიმე სერვისს აერთიანებს, რომელიც კომერციული ფართების, მიწის ნაკვეთების, საწარმოს თუ სხვა ბიზნეს ობიექტის ყიდვა/გაყიდვას გულისხმობს.

BT.GE-ის პროექტების მენეჯერი სანდრო კვერღელიძე ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ ბიზნესვაჭრობის სერვისის დანერგვა, ბაზარზე ბიზნეს ბროკერის, როგორც ახალი მიმართულების დამკვიდრებას შეუწყობს ხელს და ვაჭრობის სფეროს ქვეყანაში მეტად განავითარებს.

“ჩვენთვის მნიშვნელოვანია ბიზნესვაჭრობა დასავლური სტანდარტებით ხორციელდებოდეს, ამიტომ ვაპირებთ ბაზარზე ბიზნეს ბროკერის სერვისი დავნერგოთ, რომელიც ახალი სიტყვაა ამ სფეროში და ჩვენი გამოცდილი გუნდით შევუწყოთ ხელი ვაჭრობის განვითარებას. ჩვენს სერვისებში ჩართვა ნებისმიერ საწარმოს თუ ბიზნესს შეუძლია, რომელთაც სურთ თავისი აქტივის გაყიდვა ან გაქირავება.

BT.GE-ის 20 -კაციან ჯგუფში, ასევე გვყავს ბიზნეს ბროკერი, რომელიც ემუშავება კონკრეტულ აქტივს, როგორც საქართველოში, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ. შესაბამისად, დაინტერესებულ პირებს, ვთავაზობთ, უკვე დამუშავებულ სერვისს და თავიდან ვარიდებთ მოლაპარაკებების პროცედურას თუ ბიუროკრატიულ ან იურიდიულ ნაწილს.

BT.GE ონლაინ ვაჭრობის მიმართულებაა, რომელზე მუშაობაც მართვის კომპანია GGM-მა დაახლოებით ერთი წლის წინ დაიწყო. თავად მართვის კომპანია საკმაოდ მსხვილ პროექტებს მართავს ქვეყანაში, ინფრასტრუქტურული, სამედიცინო თუ ტურისტული მიმართულებით. შესაბამისად, შემხებლობა ბიზნეს გარემოსთან გვაქვს და გვსურს სრული სერვისით ოპერირება, რაც ბიზნეს ბროკერის მომსახურებასაც გულისხმობს,” - ამბობს სანდრო კვერღელიძე

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები