მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბიზნეს დავების გადაწყვეტის თემაზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

577a50e79c58f
BM.GE
04.07.16 15:47
1369
სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერია“-მ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა. თემა: ბიზნეს-დავების გადაწყვეტა: არსებული რეალობა და პერსპექტივები. ღონისძიებას ბიზნეს-სექტორის 80-მდე წარმომადგენელი დაესწრო. კონფერენცია არბიტრაჟის თემაზე საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა გახსნა, შემდეგ კი დამსწრე საზოგადოებას სიტყვით საქართველოს იუსტიციის მინისტრმა- თეა წულუკიანმა და ეკონომიკური საბჭოს მდივანმა გიორგი გახარიამ მიმართეს. როგორც იუსტიციის მინისტრმა მოგვიანებით ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ქვეყნის კანონმდებლობა საარბიტრაჟო სფეროს განვითარებაზე აბსოლუტურად მორგებულია და შესაბამისი კანონების მიღება 2 წლის წინ მოხდა. თეა წულუკიანი კონფერენციის ფარგლებში დისკუსიაში აქტიურად ჩაერთო და მონაწილეებთან ერთად, რომელთაგან აბსოლუტური უმრავლესობა ბიზნეს-სექტორის წარმომადგენელი იყო არბიტრაჟის უპირატესობები განიხილა.
 
ღია დიალოგის ფორმატში შეხვედრის მონაწილეებმა ბიზნეს-დავების გადაწყვეტის პრობლემატიკა შეაჯამეს და საქართველოში არბიტრაჟის გამოწვევები განიხილეს. მონაწილეებს საერთაშორისო არბიტრაჟის ცენტრის საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია ცენტრის ხელმძღვანელმა- ბექა ინჯიამ პრეზენტაციის სახით მიაწოდა და განმარტა თუ რატომ მოიაზრება არბიტრაჟი სასამართლოს ალტერნატივად. ბიზნეს-დავის გადაწყვეტის დროს, არბიტრაჟის უპირატესობებზე ღონისძიების ფარგლებში „EY“- საქართველოს იურიდიული პრაქტიკის ხელმძღვანელმა - გიორგი სვანაძემაც ისაუბრა.

„საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი სავაჭრო-სამრეწველო პალატამ 2013 წელს დააფუძნა. იდეა საერთაშორისო პრაქტიკიდან გამომდინარე გაჩნდა. ორგანიზაციის შექმნამდე ამ საკითხზე აქტიურად იმუშავეს პალატისა და მისი პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. ასევე, საარბიტრაჟო ცენტრის შექმნის პროცესში მნიშვნელოვანი როლი სამუშაო ჯგუფმა ითამაშა, რომელიც როგორც სახელმწიფო უწყებების, ასევე მესამე სექტორის წარმომადგენლებისგან შედგებოდა. საქმიანობის განხორციელების პროცესში საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი სავაჭრო-სამრეწველო პალატისგან აბსოლუტურად დამოუკიდებელია. ცენტრის წესების შემუშავება წამყვანი საერთაშორისო ექსპერტებისგან შემდგარი კომისიის მიერ მოხდა“, - განმარტავენ უწყებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები