მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბიზნეს დღეს ყველაზე მეტად განჭვრეტადი ეკონომიკური პოლიტიკა სჭირდება"

5bd08c239c1ef
BM.GE
24.10.18 19:13
724
"ბიზნეს დღეს ყველაზე მეტად განჭვრეტადი ეკონომიკური პოლიტიკა სჭირდება"- განაცხადა „გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას“ გენერალური დირექტორმა ნინა კობახიძემ გადაცემაში „ქალების ნარატივი“.

"მიუხედავად იმისა, რამდენჯერ შეიცვლება ეკონომიკური ბლოკის მინისტრები თუ პრემიერი, ქვეყნის მთავარი მიზანი უცვლელი უნდა დარჩეს: ხალხმა იშოვოს მეტი ფული, შეიქმნას მეტი დოვლათი და იყოს უკეთესი ეკონომიკა"- აღნიშნავს კობახიძე.

პრობლემებზე საუბრისას, გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას გენერალურმა დირექტორმა "ქალების ნარატივის" ეთერში ერთიანი, მთავარი მიზნის განსაზღვრის აუცილებლობა დაასახელა.

" ხალხს ჰქონდეს მეტი შემოსავალი - ეს უნდა იყოს მთავარი მიზანი, ნებისმიერი ახალი პოლიტიკური დაჯგუფების, პრეზიდენტის, პრემიერის, ვინც უნდა იყოს. მათ სწორად უნდა დაალაგონ პოლიტიკური პრიორიტეტები იმისთვის, რომ ხალხმა მეტი ფული იშოვოს. იყოს მეტი სამუშაო ადგილი და ამ სამუშაო ადგილებს მხოლოდ ბიზნესი შექმნის. სახელმწიფომ არ უნდა აკეთოს ბიზნესის გასაკეთებელი საქმე", - ამბობს ნინა კობახიძე.

კითხვაზე რა უნდა აკეთოს სახელმწიფომ, ნინა კობახიძე პასუხობს, რომ პირველ რიგში სახელმწიფოს მხრიდან სწორი პოლიტიკური მოლოდინები უნდა შეიქმნას. " მაგალითად ეკონომიკური ეფექტის გარეშე კანონის მიღება არის დამანგრეველი. სახელმწიფოს მთავარი ფუნქცია დღევანდელი გადასახედიდან ინფრასტრუქტურის განვითარებაა. " - ამბობს კობახიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები