,,გაზარდე შენი ბიზნესი“ კამპანიის ფარგლებში ლიბერთი პარტნიორებთან ერთად, მარნეულში, ქვემო ქართლის რეგიონის აგრო და ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა. ,,ბიზნეს დიალოგის” სპიკერებმა, ლიბერთის, სოფლის განვითარების სააგენტოს, სახელმწიფო პროგრამა ,,აწარმოე საქართველოში“, ,,მერსი კორფსისა“ და ,,ნიუ ვიჟენ“ დაზღვევის წარმომადგენლებმა, სოფლის მეურნეობისა და მცირე ბიზნესის განვითარებისთვის არსებულ ყველა იმ შესაძლებლობებზე ისაუბრეს, რაც საკუთარი ბიზნესის გაზრდის შესაძლებლობას ხელს შეუწყობს.