მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბიზნეს ფედერაცია "ქალები მომავლისთვის" TBC-ის მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებს

5c38a5c477958
თელარა გელანტია
11.01.19 18:17
1698
ბიზნეს ფედერაცია “ქალები მომავლისთვის” „თიბისი ბანკის“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც bm.ge უცვლელად გთავაზობთ.

"ბიზნეს ფედერაცია “ქალები მომავლისთვის” ყურადღებით ვაკვირდებით მიმდინარე მოვლენებს და “თიბისი ბანკის” გარშემო შექმნილ ვითარებას.

როგორც ბიზნესის წარმომადგენლებს, ვითარების შეფასების პირველად კრიტერიუმად ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა, მომხმარებლის სტაბილურობის განცდა და საინვესტიციო გარემოს დაცვა გვაქვს.

ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის პრიორიტეტულად მიგვაჩნია, “თიბისი ბანკი”, როგორც ქართული ეკონომიკის ერთ-ერთი უმსხვილესი ბიზნეს სუბიექტი, იყოს და დარჩეს სტაბილურ ინსტიტუციად, რაც, ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკური ბალანსის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია.

იმედს გამოვთქვამთ, რომ საქართველოში აღარასოდეს აღარ ექნება ადგილი სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესის შევიწროვებას და საგამოძიებო და სასამართლო ინსტიტუციები იმოქმედებენ მაღალი სტანდარტების დაცვით, ვინაიდან ხაზგასმით მნიშვნელოვანია, საქმე წარიმართოს გამჭვირვალედ, კანონის უზენაესობის პრინციპის სრული დაცვით და მიმდინარე პროცესებში - დეტალებზე მსჯელობის ფონზე - სრულად იქნას ბიზნესის ინტერესები გათვალისწინებული, რათა უზრუნველვყოთ ასე მნიშვნელოვანი ეკონომიკური სტაბილურობა ქვეყანაში", - ნათქვამია განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები