მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიზნეს გადარიცხვების გამარტივებული პროცესი - Dary-ის გამოცდილება საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკში

ბიზნეს გადარიცხვები
18.07.24 13:46
41

ბიზნეს მობილბანკი მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, სახლიდან გაუსვლელად აკონტროლონ ბიზნესის ნაშთები, გადაიხადონ კომუნალურები, გადარიცხონ თანხა, ისარგებლონ ვალუტის გაცვლის სპეციალური კურსით, მოითხოვონ ბიზნეს სესხი და ა.შ.

ბიზნეს მობილბანკით საქართველოს ბანკის ათასობით მომხმარებელი უკვე სარგებლობს. მათ შორისაა ყვავილების სალონი Dary, რომელიც აპლიკაციას შექმნის დღიდან აქტიურად იყენებს. როდის დაიწყო Dary-ს ისტორია და როგორ ამარტივებს ბიზნესის მართვის პროცესს მობილბანკი, ამის შესახებ ყვავილების სალონის თანადამფუძნებელი, ანა მალუტაშვილი, რეალურ გამოცდილებაზე დაყრდნობით გვიყვება.

"ყვავილების სალონის შექმნის იდეა წლების განმავლობაში არსებობდა, თუმცა ყოველდღიურ რუტინაში იმდენად ვიყავით დაკარგულები, ამ იდეის განხორციელება შორეულ პერსპექტივად გვეჩვენებოდა. დაახლოებით 10 თვის წინ მე და ჩემმა დამ გადავწყვიტეთ, ცხოვრება რადიკალურად შეგვეცვალა და დიდი ხნის სურვილი აგვესრულებინა. კონცეფციაზე ბევრი ვიფიქრეთ, რადგან არ გვინდოდა, Dary სტანდარტული ყვავილების სალონი გამოსულიყო. საბოლოოდ, გადავწყვიტეთ, შეგვექმნა სივრცე, რომელშიც თავმოყრილი იქნებოდა დღესასწაულთან დაკავშირებული ყველა საჭირო აქსესუარი: ყვავილები, ხელნაკეთი სუვენირები, ღვინო და სადღესასწაულო ნივთები. ასევე, Dary მომხმარებლებს სთავაზობს როგორც ნებისმიერი სახის ფლორისტულ მომსახურებას, ისე ღონისძიებების გაფორმებას", — ამბობს ანა.

როგორც ანა გვიყვება, Dary-ს შექმნის პირველი ეტაპი ანგარიშის გახსნა იყო, რომელზეც ბიზნესის კაპიტალი შეინახა. ანამ სწორედ მაშინ მიიღო ინფორმაცია ბიზნეს მობილბანკის შესახებ, რომელიც Dary-ს ყოველდღიურ საქმიანობასთან მარტივად ინტეგრირდა და სხვადასხვა ფუნქციონალის დახმარებით, ბიზნესის მართვის განუყოფელ ნაწილად იქცა.

"ბიზნეს მობილბანკი მარტივი და მოსახერხებელი აპლიკაციაა, რომელიც ძალიან ხელსაყრელია დამწყები მცირე ბიზნესისთვის, ისეთისთვის, როგორიც ჩვენ ვართ. მისი საშუალებით გამარტივებულია საბანკო ოპერაციები. ნებისმიერ დროს წვდომა გვაქვს ინფორმაციაზე, რომელიც დაკავშირებულია შემოსავალთან და გასავალთან. მნიშვნელოვანი ის არის, რომ არ გვჭირდება ფილიალში მისვლა, რაშიც დროის საკმაოდ დიდი რესურსი იზოგება", — აღნიშნა ანამ.

ბიზნეს მობილბანკის მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, ნებისმიერი გადახდები და გადარიცხვები აპლიკაციიდან მართონ, იქნება ეს კომუნალურები, პირადი გადარიცხვები თუ სხვა. ამასთანავე, ნაშთის შემოწმება და გადარიცხვების ისტორიის ნახვაც ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი, რაც ფინანსების კონტროლში დაგეხმარებათ. როგორც საქართველოს ბანკის ტერმინალით, ისე ონლაინგადახდებით მიღებული ჩარიცხვების დეტალებს აპლიკაციაში მარტივად იპოვით.

"ბიზნეს მობილბანკის სერვისით ყოველდღიურად ვსარგებლობთ. Dary-ში ძირითადი პროდუქტი ყვავილია, რაც ნიშნავს იმას, რომ კვირაში რამდენჯერმე გვიწევს მომწოდებლებთან ურთიერთობა, მათთან ანგარიშსწორების ძირითადი ფორმა კი გადარიცხვაა. იმასთან ერთად, რომ ბიზნეს მობილბანკით მარტივია ყოველდღიური ჩარიცხვების კონტროლი, ასევე კომფორტულია მომწოდებლებთან გადარიცხვის პროცესიც ­— არ არის საჭირო ყოველ ჯერზე ანგარიშის ნომრისა და სხვა მონაცემების მითითება, მიმღების მოძებნა მხოლოდ კომპანიის სახელით არის შესაძლებელი”, ­— ამბობს ანა.

საქართველოს ბანკი აქტიურ რეჟიმში მუშაობს მობილბანკის აპლიკაციას განახლებასა და კიდევ უფრო მეტი ფუნქციონალის დამატებაზე, რათა ბიზნესის მართვის პროცესი გაამარტივოს. თუ ჯერ კიდევ არ ხართ ბიზნეს მობილბანკის მომხმარებელი, აპლიკაციაში დარეგისტრირებასა და მის გადმოწერას ამ ბმულზე შეძლებთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები