ქართული კომპანიებისთვის საერთაშორისო ბაზრებზე გასვლა ახალი პარტნიორებისა და ბიზნესის გაფართოების შესაძლებლობაა. ამ მიზნით, გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებითა და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ტაშკენტში საერთაშორისო ბიზნეს გამოფენა საქართველო – უზბეკეთი აბრეშუმის გზა გაიმართა, რომელშიც 40-მდე ქართული კომპანია და 1 400-ზე მეტი უზბეკი ბიზნეს წარმომადგენელი მონაწილეობდა. რა შედეგებით დაბრუნდნენ გამოფენიდან საქართველოს მხარე, რამდენად პერსპექტიულია უზბეკეთის ბაზარი ადგილობრივი ბიზნესისთვის და რა შესაძლებლობებს ქმნის ცენტრალური აზიის მიმართულება?
სტუმრები: დავით ჩიკვაიძე - გაყიდვების ასოციაციის დამფუძნებელი და პრეზიდენტი;
ქრისტინე ლორთქიფანიძე - Nebi-ს ასოცირებული პარტნიორი






























